Skip to content Skip to sidebar Skip to footer

თავშესაფარი დიდ ბრიტანეთში — პროცესი, ჰუმანიტარული დაცვა და ახალი განაცხადები

დიდ ბრიტანეთში თავშესაფრის მოთხოვნა სერიოზული სამართლებრივი პროცესია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში დევნის ან სერიოზული ზიანის რეალური შიში აქვთ.

ლტოლვილის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელსაც აქვს დევნის საფუძვლიანი შიში რასის, რელიგიის, ეროვნების, პოლიტიკური შეხედულების ან კონკრეტული სოციალური ჯგუფის წევრობის გამო.

მნიშვნელოვანია, რომ შიში მხოლოდ პირადი განცდა არ იყოს. Home Office აფასებს, რამდენად რეალურია ეს საფრთხე ობიექტურადაც — ანუ ქვეყნის მდგომარეობის, მტკიცებულებებისა და პირის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.

ვის შეიძლება მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი?

ლტოლვილის სტატუსის მისაღებად პირმა, როგორც წესი, უნდა აჩვენოს, რომ:

  • იმყოფება საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ;
  • დაბრუნება მისთვის უსაფრთხო არ არის
  • დევნის შიში საფუძვლიანია;
  • საფრთხე დაკავშირებულია ლტოლვილთა კონვენციის ერთ-ერთ საფუძველთან;
  • საკუთარ ქვეყანაში ეფექტურ დაცვას ვერ მიიღებს;
  • ქვეყნის სხვა რეგიონში უსაფრთხოდ გადასვლა რეალისტური არ არის;
  • და მისი მონაყოლი სანდო და თანმიმდევრულია.

დევნა შეიძლება მოდიოდეს როგორც სახელმწიფოსგან — მაგალითად პოლიციისგან, ხელისუფლებისგან ან უსაფრთხოების სამსახურებისგან — ისე არასახელმწიფო პირებისგანაც, თუ სახელმწიფო ადამიანს რეალურად ვერ იცავს.

როდის უნდა მოითხოვოთ თავშესაფარი?

თავშესაფრის მოთხოვნა, როგორც წესი, უნდა გაკეთდეს რაც შეიძლება მალე — ან დიდ ბრიტანეთში ჩასვლისას, ან იმ მომენტიდან, როდესაც პირს საკუთარი ქვეყნისკენ დაბრუნება უსაფრთხოდ აღარ შეუძლია.

დაგვიანება ავტომატურად უარს არ ნიშნავს, თუმცა შეიძლება გავლენა იქონიოს credibility-ზე. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს ხშირად მოუწევს ახსნას, რატომ არ მოითხოვა თავშესაფარი უფრო ადრე.

როგორ ხდება თავშესაფრის მოთხოვნა?

თავშესაფრის მოთხოვნა ჩვეულებრივ პირადად ხდება.

პირველი ეტაპი არის screening, სადაც რეგისტრირდება განაცხადი, იღებენ ძირითად ინფორმაციას, ბიომეტრიულ მონაცემებს და ხელმისაწვდომი დოკუმენტების ასლებს.

screening interview, როგორც წესი, არ არის ის ეტაპი, სადაც ადამიანი სრულად ხსნის თავშესაფრის მიზეზებს. დეტალური ახსნა ხდება მოგვიანებით — substantive asylum interview-ზე.

თუ განმცხადებელს ინგლისური ენა უჭირს, მას შეუძლია მოითხოვოს თარჯიმანი.

substantive asylum interview

substantive interview თავშესაფრის პროცესის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.

ამ ინტერვიუზე განმცხადებელს დეტალურად ეკითხებიან:

  • რატომ დატოვა ქვეყანა;
  • რის ეშინია დაბრუნების შემთხვევაში;
  • ვისგან მოდის საფრთხე;
  • ითხოვა თუ არა დაცვა საკუთარ ქვეყანაში;
  • შეუძლია თუ არა ქვეყნის სხვა ნაწილში უსაფრთხოდ ცხოვრება;
  • და რა მტკიცებულებები ადასტურებს მის მონაყოლს.

Home Office ხშირად სწორედ ინტერვიუში არსებულ წინააღმდეგობებზე დაყრდნობით იღებს უარის გადაწყვეტილებას. ამიტომ მომზადება, სიზუსტე და თანმიმდევრულობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მტკიცებულებები თავშესაფრის საქმეში

ყველა თავშესაფრის საქმეზე ერთი და იგივე დოკუმენტების სია არ არსებობს. ბევრ ადამიანს შეიძლება საერთოდ არ ჰქონდეს სრულყოფილი დოკუმენტები იმ გარემოებების გამო, რა პირობებშიც ქვეყანა დატოვა.

თუმცა, თუ ხელმისაწვდომია, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • მოწმეების წერილობითი ჩვენებები;
  • სამედიცინო ან ფსიქოლოგიური დასკვნები;
  • პოლიციის ან სასამართლოს დოკუმენტები;
  • მუქარის ან ინციდენტების დამადასტურებელი მასალა;
  • პოლიტიკური, რელიგიური ან სოციალური მედიის აქტივობა;
  • country evidence;\
  • ექსპერტის დასკვნა;
  • ოჯახის წევრებთან ან dependants-თან დაკავშირებული დოკუმენტები.

ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ლოგიკურად დაკავშირებული საქმესთან და საჭიროების შემთხვევაში ითარგმნოს ინგლისურად.

ჰუმანიტარული დაცვა

ყველა ადამიანი, ვისაც დაცვა სჭირდება, ავტომატურად არ აკმაყოფილებს ლტოლვილის სტატუსის კრიტერიუმებს.

ჰუმანიტარული დაცვა შეიძლება მიენიჭოს პირს, რომელიც ვერ ჯდება ლტოლვილთა კონვენციის საფუძვლებში, მაგრამ დაბრუნების შემთხვევაში სერიოზული ზიანის რეალური რისკის წინაშე დგას.

ეს შეიძლება ეხებოდეს კონფლიქტს, განურჩეველ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას და სხვა მძიმე საფრთხეებს.

რა ხდება, თუ განაცხადი დაკმაყოფილდა?

თუ თავშესაფრის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, პირს შეიძლება მიენიჭოს ლტოლვილის სტატუსი ან ჰუმანიტარული დაცვა.

ხშირად ამბობენ, რომ ლტოლვილს ავტომატურად ეძლევა 5-წლიანი სტატუსი, თუმცა პრაქტიკა და პოლიტიკა სხვა რამეს აჩვენებს. Home Office-ის მასალების მიხედვით, დაცვის ვადა შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, როდის გაკეთდა განაცხადი და რომელი წესები მოქმედებს გადაწყვეტილების მიღების დროს.

დაცვის მიღების შემდეგ პირს, როგორც წესი, შეუძლია დიდ ბრიტანეთში ცხოვრება, მუშაობა, სწავლა და გარკვეულ შემთხვევაში public funds-ზე წვდომა. ასევე შესაძლოა ჰქონდეს ოჯახის გაერთიანების უფლება.

რა ხდება უარის შემთხვევაში?

თუ Home Office უარს ამბობს თავშესაფრის მოთხოვნაზე, ზოგ შემთხვევაში განმცხადებელს აქვს უფლება გაასაჩივროს გადაწყვეტილება First-tier Tribunal-ში.

თუმცა თუ საქმე certified as clearly unfounded არის, appeal-ის უფლება დიდ ბრიტანეთში შესაძლოა შეიზღუდოს. ასეთ შემთხვევაში იურიდიული რჩევის დროულად მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ვადები და სამართლებრივი გზები შეიძლება ძალიან შეზღუდული იყოს.

fresh claim — როდის შეიძლება ახალი განაცხადი?

fresh claim შეიძლება იყოს შესაძლებელი მაშინ, როდესაც თავშესაფრის ან ადამიანის უფლებების მოთხოვნა უკვე უარყოფილია და ყველა appeal right ამოწურულია.

ახალი წარდგინებები fresh claim-ად ჩაითვლება მხოლოდ მაშინ, თუ ისინი მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრე განხილული მასალისგან და ძველ მასალასთან ერთად ქმნის წარმატების რეალურ პერსპექტივას immigration judge-ის წინაშე.

fresh claim ხშირად ეფუძნება ახალ მტკიცებულებებს, შეცვლილ პირად გარემოებებს, ქვეყანაში შეცვლილ მდგომარეობას ან ახალ სამართლებრივ განვითარებებს.

ოჯახის გაერთიანება

ლტოლვილის სტატუსის მიღების შემდეგ ადამიანს შესაძლოა ჰქონდეს უფლება, რომ ოჯახის გარკვეული წევრები შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთში.

როგორც წესი, ეს ეხება ახლო ოჯახის წევრებს, რომლებიც ოჯახის ნაწილი იყვნენ მანამდე, სანამ პირი საკუთარ ქვეყანას დატოვებდა — მაგალითად მეუღლე/პარტნიორი ან არასრულწლოვანი შვილები, შესაბამისი მოთხოვნებისა და მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში.

asylum support

ზოგიერთ თავშესაფრის მაძიებელს, რომელსაც საცხოვრებელი ან ფინანსური რესურსი არ აქვს, შესაძლოა ჰქონდეს asylum support-ის მიღების უფლება. ეს შეიძლება მოიცავდეს საცხოვრებელს და ფინანსურ მხარდაჭერას.

დიდ ბრიტანეთში asylum support განსხვავებულ კატეგორიებად იყოფა, მათ შორის section 95, section 98 და section 4 support.

ძველი სტატიებიდან თანხების პირდაპირ გადმოტანა არ არის რეკომენდებული, რადგან მხარდაჭერის წესები და ოდენობები იცვლება.

რატომ არის მნიშვნელოვანი იურიდიული მომზადება?

თავშესაფრის საქმეები ძალიან ინდივიდუალური და მგრძნობიარეა. ძლიერი განაცხადი მხოლოდ რთული ისტორიის მოყოლა არ არის — საჭიროა მტკიცებულებების სწორად დალაგება, რისკების ახსნა და საქმის იმ სამართლებრივ სტანდარტთან დაკავშირება, რომელსაც Home Office იყენებს.

Lawlex Solicitors კლიენტებს ეხმარება თავშესაფრის მოთხოვნებში, ჰუმანიტარული დაცვის საქმეებში, fresh claims-ში, აპელაციებში, ოჯახის გაერთიანებასა და კომპლექსურ საიმიგრაციო საკითხებში.

სტატია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო მასალას და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.

Leave a comment

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

Sectors – International

Sector Areas

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.

Mariam Kvirkvia

Attorney at law

Dr Jiang Peng

Head of Business Development and Strategy

Tea Khamkhadze

Partner

Lasha Kalandadze

Managing Partner

Maryna Nastenko

Attorney

Maryam Najmi

Marketing and Client Relationship Manager

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.