Skip to content Skip to footer
Table of Contents

კონფიდენციალურობისა და ქუქი-ჩანაწერების პოლიტიკა

შესავალი

LawLex Solicitors წარმოადგენს სოლისიტორების, იურისტებისა და პარალეგალების ლიცენზირებულ იურიდიულ პრაქტიკას, რომელიც ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას. წინამდებარე პოლიტიკა განმარტავს, თუ როდის და რატომ ვაგროვებთ პერსონალურ ინფორმაციას, როგორ ვიყენებთ მას, რა პირობებში შეიძლება გავუმჟღავნოთ ის მესამე პირებს და როგორ ვუზრუნველყოფთ მის უსაფრთხო შენახვას. ჩვენი პრიორიტეტია თქვენი კონფიდენციალურობის დაცვა და პატივისცემა.

პასუხისმგებლობები

LawLex Solicitors აღიარებს და იღებს თავის ვალდებულებებს, როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი (data controller) და მონაცემთა დამმუშავებელი (data processor).

თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია

პერსონალური მონაცემები ეხება ცოცხალ ფიზიკურ პირს, რომლის იდენტიფიცირებაც შესაძლებელია ამ მონაცემების საფუძველზე. იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს მხოლოდ ამ მონაცემებით ან მონაცემთა მაკონტროლებლის მფლობელობაში არსებულ (ან სავარაუდოდ მოსახვედრ) სხვა ინფორმაციასთან ერთობლიობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავება რეგულირდება მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციით (UK GDPR).

როგორ ვაგროვებთ ინფორმაციას?

თქვენ გვაწვდით პერსონალურ მონაცემებს, როდესაც გვიკავშირდებით ონლაინ, ელფოსტით ან ტელეფონით. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც ვაგროვებთ და ვამუშავებთ, შეიძლება მოიცავდეს: სახელს, გვარს და საკონტაქტო მონაცემებს, IP მისამართს, ქუქი-ჩანაწერებს (cookies) და ინფორმაციას იმის შესახებ, თუ ჩვენი ვებგვერდის რომელ გვერდებს ესტუმრეთ და როდის. ეს მონაცემები აუცილებელია თქვენთვის იურიდიული მომსახურების გასაწევად.

LawLex Solicitors ასრულებს UK GDPR-ით გათვალისწინებულ ვალდებულებებს:

  • მხოლოდ LawLex Solicitors-ის ლეგიტიმური ბიზნესინტერესებისთვის საჭირო მონაცემების შეგროვებითა და შენახვით;

  • პერსონალური მონაცემების დასაცავად სათანადო ტექნიკური ზომების უზრუნველყოფით;

  • პერსონალური მონაცემების მუდმივი განახლებით;

  • მონაცემების უსაფრთხო შენახვითა და განადგურებით.

რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველი?

თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ლეგიტიმური ბიზნესინტერესები.

მონაცემთა გამჟღავნება

თქვენი პერსონალური მონაცემები განიხილება, როგორც მკაცრად კონფიდენციალური. ლეგიტიმური ბიზნესინტერესების ან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებების შესრულების შემთხვევების გარდა, LawLex Solicitors არ გაუზიარებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

ნებისმიერი მესამე მხარე, რომელსაც შეიძლება გავუზიაროთ თქვენი მონაცემები, ვალდებულია დაიცვას თქვენი ინფორმაციის უსაფრთხოება და გამოიყენოს იგი მხოლოდ იმ მომსახურების შესასრულებლად, რომელსაც ახორციელებს ჩვენი სახელით.

რამდენ ხანს ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს?

ჩვენ შევინახავთ თქვენს მონაცემებს მაქსიმალურად მოკლე ვადით. შენახვის ვადა შეიძლება განსხვავდებოდეს მონაცემების ხასიათიდან გამომდინარე. ის ასევე ითვალისწინებს ჩვენს ვალდებულებას, დავაკმაყოფილოთ ნებისმიერი სამართლებრივი, კანონით განსაზღვრული და მარეგულირებელი მოთხოვნა. ყველა შემთხვევაში, თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების საჭიროება რეგულარულად გადაიხედება, ხოლო ინფორმაცია, რომელიც აღარ არის საჭირო, განადგურდება.

თქვენი უფლებები

UK GDPR-ის თანახმად, გარკვეულ გარემოებებში თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ წვდომა თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და სხვა დამატებით ინფორმაციაზე;

  • მოითხოვოთ თქვენს მონაცემებში შეცდომების გასწორება ან LawLex Solicitors-ში დაცული თქვენი მონაცემების შევსება;

  • მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების წაშლა;

  • მიიღოთ თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის ასლი ან მოითხოვოთ ამ ინფორმაციის გადაგზავნა მესამე მხარისთვის;

  • ნებისმიერ დროს განაცხადოთ პროტესტი (უარი) თქვენი პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე;

  • განაცხადოთ პროტესტი თქვენი პერსონალური მონაცემების შემდგომ დამუშავებაზე;

  • შეზღუდოთ LawLex Solicitors-ის მიერ თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავება.

თუ გსურთ მეტი ინფორმაციის მიღება თქვენი უფლებების შესახებ UK GDPR-ის ფარგლებში, გთხოვთ, გაეცნოთ ინფორმაციის კომისრის ოფისის (ICO) სახელმძღვანელოს ფიზიკურ პირთა უფლებების შესახებ GDPR-ის მიხედვით.

თუ გსურთ ისარგებლოთ რომელიმე ამ უფლებით, ან გაქვთ დამატებითი შეკითხვები მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით LawLex Solicitors-ში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე: info@lawlex.co.uk ან მოგვწეროთ მისამართზე:

Level 30, The Leadenhall Building, 122 Leadenhall Street, EC3V 4AB, City of London.

თქვენ ასევე შეგიძლიათ საჩივრით პირდაპირ მიმართოთ ინფორმაციის კომისრის ოფისს (ICO) ნომერზე: 0303 123 1113, ელექტრონული ფორმით: https://ico.org.uk/global/contact-us/email/, ან ფოსტის მეშვეობით მისამართზე: Information Commissioner’s Office, Wycliffe House, Water Lane, Wilmslow, Cheshire, SK9 5AF.

contact us

Get in touch

We look forward to discussing your concerns personally

გამოიწერეთ სიახლეები

Lawlex Global არის იურიდიულად დამოუკიდებელი და განცალკევებული იურიდიული კომპანიის გაერთიანება. ჩვენი თითოეული წევრი კომპანია სრულად და ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. Lawlex Global თავად არ ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე წევრი ფირმის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე; ამასთან, არცერთი წევრი კომპანია არ აგებს პასუხს Lawlex Global-ის ან სხვა წევრი კომპანიის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობა ექვემდებარება შესაბამის წესებსა და პირობებს.

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

მიმართულებები - საერთაშორისო

საქმიანობის სფეროები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

სექტორები - საერთაშორი

სექტორები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

Lasha Kalandadze

Managing Partner

Maryna Semenova

Attorney at law (Advocate (Ukraine, France – Attorney at the Lille Bar))

Ruslan Ughrelidze

Solicitor of England and Wales

Lika Shermadini

Mari Nikabadze

Associate

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები