Skip to content Skip to footer
Table of Contents

შრომის სამართალი და საპენსიო უზრუნველყოფა

ბოლო სიახლეები

როგორც წამყვანი იურიდიული ფირმა, LawLex ფლობს მრავალმხრივ გამოცდილებას შრომითი ურთიერთობების ფართო სპექტრის მართვაში. ჩვენი გლობალური მასშტაბის წყალობით, ჩვენ კარგად გვესმის ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც ბიზნესი დგას, და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ კლიენტებთან ეფექტიანი გადაწყვეტილებების მოსაძებნად.

მთავარი კონტაქტები

მიმართულებები
წარმატებულმა ბიზნესმა ნებისმიერ სექტორში იცის, რომ დასაქმების პირობები და ბენეფიტები გადამწყვეტი კონკურენტული ფაქტორებია დღევანდელ ცვალებად და მზარდად მობილურ ბაზარზე. ნიჭიერი კადრების მოზიდვისა და შენარჩუნების გამოწვევა კიდევ უფრო გამწვავდა, რამდენადაც შრომითი ურთიერთობები ერგება პლატფორმული დასაქმების ეპოქას და ავტომატიზაციისა თუ გაციფრულების მზარდ გავლენას.
იმისათვის, რომ უპირატესობა შეინარჩუნოთ, აუცილებელია სწორად მართოთ როგორც თანამშრომლები და მათი ბენეფიტები, ისე დასაქმებულთა წარმომადგენლობითი ორგანოები — სამუშაო საბჭოები (works councils) და პროფკავშირები. მიუხედავად ამისა, საკადრო (HR) საკითხების უმრავლესობა — ტოპ-მენეჯმენტის ხელშეკრულებებითა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფით დაწყებული, რესტრუქტურიზაციით, ბიზნესის გადაცემითა და შეზღუდვების დაწესებით (restrictive covenants) დასრულებული — ხშირად კომპლექსური და წინააღმდეგობრივია. თქვენს მმართველ გუნდს შესაძლოა მოუწიოს შრომისა და საპენსიო სამართლის მართვა სხვადასხვა იურისდიქციაში, სადაც გასათვალისწინებელია ევროპული დირექტივები, სასამართლო გადაწყვეტილებები, ეროვნული კანონმდებლობა, ადგილობრივი პრაქტიკა და პრეცედენტები. LawLex-ის შრომის სამართლის სპეციალისტები დაგეხმარებიან HR რეგულაციების, შიდა პოლიტიკის დოკუმენტებისა და იმ სამართლებრივი სირთულეების ლაბირინთში ორიენტირებაში, რომელთა წინაშეც ყოველდღიურად დგახართ.
თუ თქვენი ბიზნესი ტრანსსასაზღვრო მასშტაბით ოპერირებს, დამატებითი ბარიერები იჩენს თავს. საერთაშორისო შრომის სამართალში სიღრმისეული გამოცდილებით, LawLex-ის გუნდი კონსულტაციას უწევს ტრანსსასაზღვრო ბიზნესებს შრომით საკითხებზე, მათ შორის:
  • შერწყმისა და შეძენის (M&A), აუთსორსინგის, ოფშორინგის, ნაციონალიზაციისა და პრივატიზაციის გავლენა შრომით ურთიერთობებზე
  • სამუშაო საბჭოების თანაგადაწყვეტის უფლებამოსილებები (co-determination rights) საერთაშორისო, ეროვნულ ან ცალკეული კომპანიის დონეზე
  • შესაბამისობა (კომპლაენსი) ეროვნულ და საერთაშორისო კანონმდებლობასა და სტანდარტებთან (მათ შორის ანაზღაურების ნაწილში)
  • სამუშაო ადგილზე ქცევის სტანდარტები, გადაცდომები და დისკრიმინაცია
  • ინდივიდუალური და კოლექტიური გათავისუფლებები, ასევე კომპენსაციის გადახდის (სევერანსის) შეთანხმებები
  • ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR)
  • დასაქმებისა და მუშაობის ახალი ფორმები
  • თანამშრომელთა აქციებით უზრუნველყოფისა (ESOP) და საპენსიო სქემები
  • საშემოსავლო გადასახადები, დამატებითი სარგებელი (fringe benefits), სოციალური უზრუნველყოფის საკითხები, ექსპატების რეგულაციები და ტრანსსასაზღვრო მივლინებები (secondments)
  • დავების გადაწყვეტა, სასამართლო წარმოება და მედიაცია შრომით და საპენსიო საკითხებზე, მათ შორის შრომის სამართლისა და პროფკავშირების დავებში
  • თანამშრომელთა არაკონკურენცია და კონფიდენციალურობა
  • შრომითი ხელშეკრულებები, შიდა პოლიტიკები, შიდასაწარმოო (shop agreements) და კოლექტიური ხელშეკრულებები
ვინაიდან შრომითი საკითხები მჭიდროდ არის გადაჯაჭვული კორპორაციულ სამართალთან, საგადასახადო კანონმდებლობასა და მარეგულირებელ გარემოსთან, LawLex-ის შრომის სამართლის გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა პრაქტიკის ექსპერტებთან კომპლექსური და სტრატეგიული კონსულტაციის უზრუნველსაყოფად.
LawLex-ში ჩვენ ვუძღვებით კლიენტებს ცვალებად ბიზნესგარემოში და ვუზრუნველყოფთ, რომ მათ მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები შრომის კანონმდებლობასა და საუკეთესო პრაქტიკასთან სრული შესაბამისობის შენარჩუნებით.
contact us

Stay informed

For the very latest legal updates, commentary, and analysis from CMS delivered directly to your inbox, sign up to the Law-Now subscription service now.

Latest Insights

Insights

market

Local market knowledge Global outlook

We provide future-facing legal advice to help your organisation thrive. Combining local market knowledge and a global perspective, and with lawyers in locations worldwide, your organisation benefits from the expertise it needs, even across borders.

People across LawLex
0 +
Lawyers
0 +
Partners
Locations across LawLex
0 +
Countries
0 +
Offices
გამოიწერეთ სიახლეები

Lawlex Global არის იურიდიულად დამოუკიდებელი და განცალკევებული იურიდიული კომპანიის გაერთიანება. ჩვენი თითოეული წევრი კომპანია სრულად და ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. Lawlex Global თავად არ ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე წევრი ფირმის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე; ამასთან, არცერთი წევრი კომპანია არ აგებს პასუხს Lawlex Global-ის ან სხვა წევრი კომპანიის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობა ექვემდებარება შესაბამის წესებსა და პირობებს.

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

მიმართულებები - საერთაშორისო

საქმიანობის სფეროები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

სექტორები - საერთაშორი

სექტორები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

Olesia Baranova

Associate

Mamuka Ghviniashvili

Attorney at law

Ivan Starosta

Senior Associate

Dr Jiang Peng

Head of Business Development and Strategy

Sophio Burnadze

Paralegal

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები