ანაზღაურების განაკვეთი
ჩვენი საფასო სტრუქტურა სრულად გამჭვირვალე და პროგნოზირებადია. ქვემოთ მოცემული ტარიფები საორიენტაციოა; საქმის სირთულისა და გადაუდებლობის გათვალისწინებით, ზუსტ ღირებულებას ნებისმიერი სამუშაოს დაწყებამდე წინასწარ გაგიზიარებთ.
ინფორმაცია ტარიფების შესახებ ფიზიკური პირებისთვის
მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია ფიზიკური პირებისთვის და ეხება იმიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებულ მომსახურებას. აღნიშნული ტარიფები არ ვრცელდება კორპორატიულ კლიენტებზე.
ქვემოთ მოცემულია იურისტების საათობრივი განაკვეთები მათი კვალიფიკაციისა და პოზიციის მიხედვით. მითითებული ფასები არ მოიცავს დღგ-ს. საჭიროების შემთხვევაში, მომსახურების საფასურს დაემატება დღგ 20%-ის ოდენობით. ტარიფები ექვემდებარება ყოველწლიურ გადახედვას.
საათობრივი განაკვეთები
უფროსი იურისტი (Senior Associate): £220 – £260
იურისტი (Associate): £170 – £220
უმცროსი იურისტი / სტაჟიორი (Trainee Solicitor): £110 – £120
პარალეგალი (Paralegal): £110
ვინაიდან თითოეულ საქმეში, როგორც წესი, ჩართულია როგორც იურისტი/უფროსი იურისტი, ისე პარალეგალი ან უმცროსი იურისტი, სამუშაო საათების სავარაუდო გაანგარიშება ეფუძნება საშუალო საათობრივ განაკვეთს — £220-ს.
თქვენს საქმეს ყოველთვის ზედამხედველობას გაუწევს უფროსი იურისტი. სამუშაოს შეასრულებენ სხვადასხვა გამოცდილების მქონე სპეციალისტები, ხოლო დახარჯული დროის მოცულობა დამოკიდებულია საქმის სირთულესა და სპეციფიკაზე. საორიენტაციო გათვლები ითვალისწინებს, რომ პროცესის თითოეულ ეტაპს შესაბამისი რანგის იურისტი წარმართავს; თუ კლიენტის მოთხოვნით სამუშაოს უფრო მაღალი რანგის იურისტი შეასრულებს, ეს გავლენას მოახდენს საბოლოო ღირებულებაზე.
აქ მოცემული შეფასებები წარმოადგენს სტანდარტული განაცხადების სავარაუდო ხარჯთაღრიცხვას. თქვენი პირადი გარემოებებისა და საჭირო დახმარების მასშტაბის გაცნობის შემდეგ, შესაძლებელია შევთანხმდეთ ფიქსირებულ ფასზე. მომსახურების სავარაუდო ან ფიქსირებული ღირებულება თანხმდება თანამშრომლობის ოფიციალურ გაფორმებამდე.
იმიგრაციისა და მოქალაქეობის სამართალი
LawLex-ის საიმიგრაციო გუნდი მრავალი წელია უწევს კონსულტაციას ფიზიკურ პირებსა და ბიზნესს გაერთიანებული სამეფოს (UK) იმიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებზე. ქვემოთ მოცემული ტარიფები ეხება ფიზიკურ პირებს და ასახავს ყველაზე გავრცელებულ სააპლიკაციო პროცედურებს.
იმის დასადგენად, შეძლებს თუ არა LawLex Solicitors-ი თქვენი კონკრეტული საქმის წარმართვას და ინდივიდუალური შეთავაზების მისაღებად, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.
მოცემული შეფასება ეფუძნება დაშვებას, რომ თქვენ სრულად აკმაყოფილებთ საიმიგრაციო წესების (Immigration Rules), ევროპის ეკონომიკური ზონის რეგულაციების (EEA Regulations) ან ბრიტანეთის 1981 წლის მოქალაქეობის აქტის მოთხოვნებს და არ საჭიროებთ განსაკუთრებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებას. ასევე იგულისხმება, რომ არ არსებობს საქმის დამამძიმებელი ფაქტორები, როგორიცაა ნასამართლობა ან წარსულში გაერთიანებული სამეფოს საიმიგრაციო რეჟიმის დარღვევა.
რა განსაზღვრავს სამუშაო საათების ზუსტ რაოდენობას?
სამართლებრივი საკითხების სირთულე
საქმის გადაუდებლობა და ვადები
ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია და დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების სირთულე
განაცხადის შეტანის ადგილი და დაჩქარებული/დამატებითი სერვისების გამოყენების საჭიროება
განაცხადის ტიპი: პირველადი განაცხადი, ვიზის გაგრძელება თუ მუდმივი ცხოვრების უფლების (ILR) მიღება
დამოკიდებული პირების (ოჯახის წევრების) არსებობა და მათი სტატუსი
საჭირო სარეკომენდაციო და თანმხლები განცხადებების ხასიათი და რაოდენობა
მესამე მხარეებთან (ბუღალტრები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვ.) კომუნიკაციის საჭიროება
ბარისტერის/ადვოკატის (Counsel) ჩართულობის საჭიროება წერილობითი დასკვნისთვის ან სააპელაციო პროცესში წარმომადგენლობისთვის
ტრიბუნალში/სასამართლოში წარმომადგენლობითი სხდომების რაოდენობა
რას მოიცავს მომსახურება?
ჩვენი სამუშაო მოიცავს:
თქვენგან სრული ინფორმაციის მიღებას საქმის პირველადი შეფასებისთვის, ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრასა და მათ მორგებას თქვენს გარემოებებზე;
საჭირო დოკუმენტებისა და ინფორმაციის სრული ჩამონათვალის, ასევე შესაბამისი შაბლონების მოწოდებას;
წარმოდგენილი დოკუმენტაციის დეტალურ ექსპერტიზასა და დამუშავებას;
მესამე პირებთან კომუნიკაციას დამატებითი მტკიცებულებების მოსაპოვებლად (საჭიროების შემთხვევაში);
შესაბამისი სააპლიკაციო ფორმების მომზადებას, მათ წარდგენას თქვენი სახელით და ვიზიტების (appointments) დაჯავშნას;
დასაბუთებული თანმხლები წერილის (covering letter) მომზადებას განაცხადის გასამყარებლად;
კონსულტაციას განაცხადის წარდგენის მეთოდებზე, პროცედურასა და სავარაუდო ვადებზე;
განაცხადის შედეგების განხილვას, ახალი საიმიგრაციო სტატუსის განმარტებას, სავიზო პირობების დაცვის წესებსა და სტატუსის გაგრძელების ან მუდმივი ბინადრობის (ILR) კრიტერიუმების გაცნობას.
დამატებითი ხარჯები და ვადები
თანმხლები ხარჯები (Disbursements): მითითებული ტარიფები არ მოიცავს მესამე მხარისთვის გადასახდელ ხარჯებს, როგორიცაა სავიზო მოსაკრებლები და ჯანდაცვის საიმიგრაციო გადასახადი (IHS). პროცესის გასამარტივებლად, ამ გადახდების ორგანიზებას ჩვენ ვუზრუნველვყოფთ თქვენი სახელით.
განხილვის ვადები: განაცხადის დამუშავების დრო დამოკიდებულია არჩეულ სერვისზე (სტანდარტული, დაჩქარებული) და განაცხადის შეტანის ადგილზე. ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს (Home Office) მიერ საქმის განხილვის ზუსტ დროზე, თუმცა კონსულტაციის ფარგლებში გაგიზიარებთ სავარაუდო ვადებსა და ალტერნატიულ გზებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ: მითითებული სამუშაო საათები და საფასური საორიენტაციოა. თითოეული საქმე ინდივიდუალურია და ზუსტ ხარჯთაღრიცხვას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც დეტალურად გავეცნობით თქვენს ვითარებას.