Skip to content Skip to sidebar Skip to footer

რა შეგიძლიათ და რა არ შეგიძლიათ დიდი ბრიტანეთის Standard Visitor Visa-ის დროს და როგორ შეამციროთ უარის რისკი?

დიდი ბრიტანეთის Standard Visitor Visa განკუთვნილია მოკლევადიანი ვიზიტებისთვის. ამ ვიზით ადამიანები დიდ ბრიტანეთში მიემგზავრებიან ტურიზმისთვის, ოჯახის ან მეგობრების მოსანახულებლად, საქმიანი შეხვედრებისთვის, მოკლე სასწავლო კურსებისთვის, გარკვეული აკადემიური ან სამედიცინო მიზნებისთვის და სხვა ნებადართული აქტივობებისთვის.

უმეტეს შემთხვევაში, ვიზიტორს დიდ ბრიტანეთში დარჩენა შეუძლია მაქსიმუმ 6 თვემდე. თუ ადამიანს რეგულარულად სჭირდება დიდ ბრიტანეთში ჩასვლა, შესაძლებელია 2, 5 ან 10 წლიანი გრძელვადიანი Standard Visitor Visa-ს მოთხოვნაც, თუმცა თითოეული ვიზიტის ხანგრძლივობა, როგორც წესი, მაინც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ვიზიტორის ვიზა არ არის დიდ ბრიტანეთში საცხოვრებლად, სამუშაოდ ან დასასახლებლად განკუთვნილი გზა. Home Office ყურადღებით ამოწმებს, არის თუ არა ვიზიტი რეალურად დროებითი.

ვის სჭირდება ვიზა ან ETA?

2026 წელს დიდ ბრიტანეთში შესასვლელად ბევრ მოგზაურს სჭირდება ან ვიზა, ან Electronic Travel Authorisation — ETA, რაც დამოკიდებულია მოქალაქეობასა და მგზავრობის მიზანზე. ETA განკუთვნილია იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მოკლევადიანი ვიზიტისთვის ვიზა ჩვეულებრივ არ სჭირდებათ, თუმცა ETA თავად ქვეყანაში შესვლის გარანტიას არ იძლევა.

საქართველოს მოქალაქეებს, როგორც წესი, დიდ ბრიტანეთში ვიზიტისთვის წინასწარ სჭირდებათ ვიზის მიღება. ამიტომ განაცხადის სწორად მომზადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

რისთვის შეიძლება Standard Visitor Visa-ს გამოყენება?

Standard Visitor Visa შეიძლება გამოყენებული იყოს ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა:

– ტურიზმი ან ოჯახის/მეგობრების მონახულება;
– საქმიანი შეხვედრები, კონფერენციები, გასაუბრებები ან სემინარები;
– ხელშეკრულებების მოლაპარაკება და ხელმოწერა;
– სავაჭრო გამოფენებზე დასწრება, თუ პირდაპირი გაყიდვა არ ხდება;
– მოკლევადიანი სწავლა;
– გამოცდაზე დასწრება ან მოკლე კურსის გავლა;
– გარკვეული აკადემიური, სამედიცინო ან კვლევითი აქტივობები;
– კერძო სამედიცინო მკურნალობა;
რეგისტრირებულ საქველმოქმედო ორგანიზაციაში მოხალისეობა მაქსიმუმ 30 დღით.

თუმცა ყველა შემთხვევა ინდივიდუალურია. განაცხადში მკაფიოდ უნდა ჩანდეს, რატომ მიდიხართ დიდ ბრიტანეთში და როგორ ჯდება თქვენი აქტივობა visitor rules-ის ფარგლებში.

რისი გაკეთება არ შეიძლება ვიზიტორის ვიზით?

Standard Visitor Visa-ით არ შეიძლება:
– მუშაობა ბრიტანულ კომპანიაში ან თვითდასაქმებულად, თუ ეს კონკრეტულად ნებადართული აქტივობა არ არის;
– public funds ან სახელმწიფო ბენეფიტების მიღება;
– დიდ ბრიტანეთში ცხოვრება ხშირი ან ზედიზედ ვიზიტებით;
– გრძელვადიანი სწავლა;
– ქორწინება ან civil partnership-ის რეგისტრაცია, თუ არ გაქვთ Marriage Visitor Visa;
ვიზიტორის ვიზის გამოყენება ისე, თითქოს დიდი ბრიტანეთი თქვენი მთავარი საცხოვრებელი ადგილია.

ეს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პრობლემური ნაწილია. თუნდაც ვიზიტი რეალურად კეთილსინდისიერი იყოს, განაცხადი შეიძლება უარყოფითად შეფასდეს, თუ Home Office-ს გაუჩნდება ეჭვი, რომ ადამიანი მუშაობას, ხანგრძლივად დარჩენას ან ხშირი ვიზიტებით დიდ ბრიტანეთში ფაქტობრივად ცხოვრებას აპირებს.

რა უნდა დაამტკიცოს განმცხადებელმა?

Standard Visitor Visa-სთვის განმცხადებელმა, როგორც წესი, უნდა აჩვენოს, რომ:
– ვიზიტის მიზანი რეალურია;
– ვიზიტის დასრულების შემდეგ დატოვებს დიდ ბრიტანეთს;
– აქვს საკმარისი ფინანსური რესურსი მგზავრობის, საცხოვრებლისა და ყოველდღიური ხარჯებისთვის;
– შეუძლია დაბრუნების ან შემდეგი მგზავრობის დაფინანსება;
– თუ საქმე ბიზნეს აქტივობას ეხება, ის visitor rules-ის ფარგლებში ნებადართულია;
არ აპირებს დიდ ბრიტანეთში ცხოვრებას ხშირი ვიზიტების გზით.

ყველასთვის ერთნაირი დოკუმენტების უნივერსალური სია არ არსებობს. ძლიერი განაცხადი დამოკიდებულია განმცხადებლის ფინანსურ მდგომარეობაზე, ოჯახურ და პროფესიულ კავშირებზე, მოგზაურობის ისტორიაზე და ვიზიტის მიზანზე.

რა დოკუმენტები შეიძლება იყოს საჭირო?

საქმის მიხედვით, მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს:
– მოქმედი პასპორტი;
– საბანკო ამონაწერები და შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
– სამსახურის ან ბიზნესის დოკუმენტები;
– ქონების, ოჯახის ან სხვა კავშირების დამადასტურებელი მტკიცებულებები;
– მოწვევის წერილი;
– სასტუმროს ჯავშანი ან მოგზაურობის გეგმა;
– საქმიანი მიმოწერა;
– ღონისძიების დადასტურება;
სამედიცინო ან აკადემიური დოკუმენტები, საჭიროების შემთხვევაში.

მხოლოდ დოკუმენტების წარდგენა საკმარისი არ არის. მთავარი ისაა, რომ ინფორმაცია იყოს თანმიმდევრული, სანდო და ლოგიკურად უკავშირდებოდეს ვიზიტის მიზანს.

გრძელვადიანი Standard Visitor Visa

თუ დიდ ბრიტანეთში რეგულარულად მოგზაურობა გჭირდებათ, შეგიძლიათ მოითხოვოთ 2, 5 ან 10 წლიანი Standard Visitor Visa.

თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდ ბრიტანეთში მუდმივად ან ხანგრძლივად დარჩენა შეგიძლიათ. თითოეული ვიზიტი კვლავ მაქსიმუმ 6 თვემდეა შეზღუდული. თუ თქვენი მოგზაურობის ისტორია აჩვენებს, რომ ხშირი ვიზიტებით ფაქტობრივად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობთ, ეს შეიძლება გახდეს უარის ან ვიზის გაუქმების საფუძველი.

შეიძლება თუ არა ვიზიტორის ვიზის გახანგრძლივება?

უმეტეს შემთხვევაში, ვიზიტორი ვალდებულია დატოვოს დიდი ბრიტანეთი ვიზის ვადის ამოწურვამდე.

გახანგრძლივება მხოლოდ შეზღუდულ შემთხვევებშია შესაძლებელი — მაგალითად გარკვეული სამედიცინო, აკადემიური ან PLAB-თან დაკავშირებული გარემოებების დროს. ეს არ უნდა აღიქმებოდეს როგორც ჩვეულებრივი ან მარტივი პროცედურა. Home Office-ის 2026 წლის visitor guidance კვლავ ცალკე არეგულირებს სამედიცინო, აკადემიურ, PLAB და clinical attachment-თან დაკავშირებულ შემთხვევებს.

რატომ ეუბნებიან ხშირად უარს ვიზიტორის ვიზაზე?

უარის მიზეზი ხშირად არის ის, რომ Home Office არ არის დარწმუნებული:
– რომ ვიზიტი ნამდვილად დროებითია;
– რომ ფინანსური დოკუმენტები სანდო და გასაგებია;
– რომ ვიზიტის მიზანი სწორად არის ახსნილი;
– რომ ადამიანს აქვს საკმარისი კავშირები სამშობლოსთან;
– რომ წინა მოგზაურობის ან საიმიგრაციო ისტორია ხელს უწყობს განაცხადს;
ან რომ დოკუმენტები და განაცხადში მითითებული ინფორმაცია ერთმანეთს ემთხვევა.

უარმა შეიძლება იმოქმედოს მომავალ საიმიგრაციო ისტორიაზეც, ამიტომ სუსტი ან დაუხარისხებელი განაცხადის შეტანა რისკიანია.

როგორ შეუძლია Lawlex Solicitors-ს დახმარება?

ძლიერი visitor visa განაცხადი მხოლოდ დოკუმენტების შეგროვება არ არის. მნიშვნელოვანია, რომ საქმე თავიდანვე იყოს სწორად სტრუქტურირებული, თანმიმდევრული და ისეთი ფორმით წარმოდგენილი, რომელიც Home Office-ის შესაძლო კითხვებს წინასწარ პასუხობს.

Lawlex Solicitors კლიენტებს ეხმარება Standard Visitor Visa-ს განაცხადებში, უარის შემდეგ საქმის შეფასებაში, ახალი განაცხადის მომზადებასა და კომპლექსურ საიმიგრაციო საკითხებში.

Leave a comment

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

Sectors – International

Sector Areas

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.

Maryam Najmi

Marketing and Client Relationship Manager

Dr Jiang Peng

Head of Business Development and Strategy

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

Elzira Batyrbekova

Lasha Kalandadze

Managing Partner

Yusof Mirzazada

Associate

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.