Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ ხდება დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზაზე განაცხადის გაკეთება?

დიდი ბრიტანეთის ვიზიტორის ვიზაზე განაცხადი ხშირად მარტივ პროცესად აღიქმება, თუმცა პრაქტიკაში ბევრი განაცხადი უარყოფილია არასრული დოკუმენტაციის, არათანმიმდევრული ინფორმაციის ან არასაკმარისად დასაბუთებული მიზნის გამო.

Home Office, როგორც წესი, მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას არ აფასებს — მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენად სჯერა, რომ განმცხადებელი ვიზიტის დასრულების შემდეგ ნამდვილად დატოვებს დიდ ბრიტანეთს.

როდის უნდა გააკეთოთ განაცხადი?

ვიზიტორის ვიზაზე განაცხადი, როგორც წესი, უნდა გაკეთდეს დიდი ბრიტანეთის ფარგლებს გარედან.

განაცხადის შეტანა ჩვეულებრივ შესაძლებელია დაგეგმილ მოგზაურობამდე მაქსიმუმ 3 თვით ადრე. (gov.uk)

პრაქტიკაში, სჯობს განაცხადის ბოლო მომენტამდე გადადება თავიდან აიცილოთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც:

  • დოკუმენტებს თარგმანი სჭირდება;
  • საჭიროა სპონსორის ან ფინანსური მტკიცებულებების მომზადება;
  • ან საქმეში არსებობს წინა უარები და რთული სამოგზაურო ისტორია.
  • ვიზის განაცხადის ძირითადი ეტაპები

პროცესი, როგორც წესი, მოიცავს:

  • იმის გადამოწმებას, გჭირდებათ თუ არა ვიზა;
  • ონლაინ განაცხადის შევსებას;
  • ვიზის საფასურის გადახდას;
  • დოკუმენტების ატვირთვას ან მომზადებას;
  • ბიომეტრიული შეხვედრის დაჯავშნას;
  • სავიზო ცენტრში გამოცხადებას;
  • UKVI-ის გადაწყვეტილების მოლოდინს.

რა დოკუმენტებია საჭირო?

ვიზიტორის ვიზისთვის არ არსებობს ერთი უნივერსალური დოკუმენტების სია ყველა შემთხვევისთვის.

საჭირო დოკუმენტები დამოკიდებულია:

  • ვიზიტის მიზანზე;
  • დასაქმების სტატუსზე;
  • ფინანსურ მდგომარეობაზე;
  • სამოგზაურო ისტორიაზე;
  • და პირად გარემოებებზე.

თუმცა პრაქტიკაში ხშირად საჭიროა:

  • მოქმედი პასპორტი;
  • საბანკო ამონაწერები;
  • შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • დასაქმების წერილი;
  • კომპანიის დოკუმენტები, თუ ბიზნესი გაქვთ;
  • მოწვევის წერილი;
  • საცხოვრებლის ინფორმაცია;
  • მოგზაურობის გეგმა;
  • სამშობლოსთან კავშირის დამადასტურებელი მასალები;
  • წინა მოგზაურობის ისტორია;
  • და საჭიროების შემთხვევაში — დოკუმენტების ოფიციალური თარგმანები.
  • ფინანსური მტკიცებულებები

ფინანსური ნაწილი ვიზიტორის ვიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.

განმცხადებელმა, როგორც წესი, უნდა აჩვენოს:

  • როგორ ფინანსდება ვიზიტი;
  • რომ მას რეალურად აქვს საკმარისი თანხა;
  • და რომ წარმოდგენილი ფინანსური აქტივობა ლოგიკური და თანმიმდევრულია.

Home Office ხშირად აკვირდება:

  • თანხების წარმომავლობას;
  • უცნაურ ტრანზაქციებს;
  • მოულოდნელ ჩარიცხვებს;
  • შემოსავლის სტაბილურობას;
  • და ხარჯვის რეალურობას.

თუ ვიზიტს მესამე პირი აფინანსებს, მნიშვნელოვანია სწორად აიხსნას:

  • რა კავშირია მხარეებს შორის;
  • რატომ ხდება დაფინანსება;
  • და აქვს თუ არა სპონსორს რეალურად ამის შესაძლებლობა.

საცხოვრებელი და მოგზაურობის გეგმა

განაცხადში, როგორც წესი, უნდა ჩანდეს:

  • სად აპირებთ დარჩენას;
  • რა არის ვიზიტის მიზანი;
  • და როგორია თქვენი მოგზაურობის ზოგადი გეგმა.

ეს ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ავიაბილეთები ან სასტუმრო სრულად წინასწარ უნდა იყოს გადახდილი. თუმცა განაცხადი უნდა ქმნიდეს რეალისტურ და ორგანიზებულ სურათს.

ამისთვის შეიძლება გამოიყენოთ:

  • სასტუმროს ჯავშანი;
  • მოწვევის წერილი;
  • ღონისძიების რეგისტრაცია;
  • კონფერენციის ინფორმაცია;
  • ან მოგზაურობის დეტალური itinerary.

წინა მოგზაურობის ისტორია

სამოგზაურო ისტორია ხშირად credibility-ის მნიშვნელოვანი ნაწილია.

Home Office შესაძლოა აფასებდეს:

  • წინა ვიზებს;
  • იმიგრაციის წესების დაცვას;
  • უარებს ან overstays;
  • და ბოლო წლების მოგზაურობის ისტორიას.

მოგზაურობის ისტორიის არქონა ავტომატურად უარს არ ნიშნავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში სხვა მტკიცებულებები უფრო მნიშვნელოვანია.

დამატებითი დოკუმენტები ვიზიტის მიზნის მიხედვით

ზოგიერთ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტებიც შეიძლება გახდეს საჭირო.

მაგალითად:

აკადემიური ან კვლევითი ვიზიტი

შესაძლოა დაგჭირდეთ:

  • დამსაქმებლის წერილი;
  • კვლევითი შვებულების დადასტურება;
  • ან ბრიტანული ინსტიტუტის მოწვევა.

კერძო სამედიცინო მკურნალობა

შესაძლოა საჭირო იყოს:

  • ბრიტანელი ექიმის წერილი;
  • მკურნალობის გეგმა;
  • ხარჯების დადასტურება;
  • და ფინანსური შესაძლებლობის მტკიცებულება.

PLAB, OSCE ან პროფესიული შეფასებები

ხშირად საჭიროა:

  • ტესტის ოფიციალური დადასტურება;
  • რეგისტრაციის დოკუმენტები;
  • ან clinical attachment-ის მასალები.

ვიზაზე უარის ყველაზე გავრცელებული მიზეზები

ვიზიტორის ვიზებზე უარი ხშირად ხდება, როდესაც:

  • ვიზიტის მიზანი ბუნდოვანია;
  • ფინანსური დოკუმენტები არათანმიმდევრულია;
  • წარმოდგენილი ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგება;
  • Home Office არ არის დარწმუნებული, რომ განმცხადებელი დატოვებს დიდ ბრიტანეთს;
  • ან საქმე არასაკმარისად არის ახსნილი.

ბევრ genuine განმცხადებელსაც კი ეუბნებიან უარს მხოლოდ იმიტომ, რომ განაცხადი სწორად არ იყო მომზადებული.

რატომ არის მნიშვნელოვანი პროფესიული მომზადება?

ვიზიტორის ვიზის განაცხადი მხოლოდ დოკუმენტების ატვირთვა არ არის.

მნიშვნელოვანია, რომ განაცხადი ქმნიდეს:

  • მკაფიო სურათს;
  • ლოგიკურ ისტორიას;
  • და სამართლებრივად თანმიმდევრულ პოზიციას.

ძლიერი განაცხადი, როგორც წესი, სწორად ხსნის:

  • ვიზიტის მიზანს;
  • პირად გარემოებებს;
  • ფინანსურ მდგომარეობას;
  • და იმას, თუ რატომ დაბრუნდება განმცხადებელი საკუთარ ქვეყანაში ვიზიტის დასრულების შემდეგ.

Lawlex Solicitors კლიენტებს ეხმარება ვიზიტორის ვიზის განაცხადებში, დოკუმენტაციის მომზადებაში, უარის შეფასებასა და კომპლექსურ საიმიგრაციო საკითხებში.

სტატია წარმოადგენს ზოგად საინფორმაციო მასალას და არ წარმოადგენს იურიდიულ რჩევას.

Leave a comment

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

Sectors – International

Sector Areas

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.

Tea Khamkhadze

Partner

Nhi Linh Vu

Paralegal

Eliza Breckon

Executive PA

Nikipelova Kateryna

Business Protection Expert

Anna Bobrovska

Business Protection Expert

Sophio Burnadze

Paralegal

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.