Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ შევარჩიოთ სწორი იურიდიული მრჩეველი?

იურიდიული მრჩევლის სწორად შერჩევა ხშირად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე ბიზნესებისთვის.

იმიგრაციის, სასამართლო დავების, ბიზნეს საკითხების, ოჯახური საქმეების თუ სხვა სამართლებრივი პრობლემების დროს, სწორად მიღებულმა იურიდიულმა რჩევამ შესაძლოა მნიშვნელოვნად განსაზღვროს როგორც პროცესის მიმდინარეობა, ისე საბოლოო შედეგი.

კარგი იურიდიული მრჩეველი მხოლოდ კანონის ცოდნით არ განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ მან შეძლოს:
– თქვენი პრობლემის სწორად შეფასება;
– რისკების ახსნა;
– სტრატეგიული მიდგომის შერჩევა;
– და პროცესის პრაქტიკულად მართვა.


რატომ არის მნიშვნელოვანი სწორი არჩევანი?
იურიდიული პრობლემები ხშირად მხოლოდ სამართლებრივი საკითხი არ არის.

ის შეიძლება უკავშირდებოდეს:
– ფინანსურ რისკებს;
– რეპუტაციას;
– საიმიგრაციო სტატუსს;
– ბიზნეს საქმიანობას;
– ან პირად სტრესსა და გაურკვევლობას.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ისეთი მრჩევლის არჩევა, რომელიც არა მხოლოდ გამოცდილია, არამედ გასაგებად კომუნიკაციასაც ახერხებს და რეალისტურად ხსნის საქმის ძლიერ და სუსტ მხარეებს.

რეგულირდება თუ არა კომპანია?

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რაც უნდა გადაამოწმოთ, არის — რეგულირდება თუ არა კომპანია ან იურიდიული მრჩეველი შესაბამისი პროფესიული ორგანოს მიერ.

გაერთიანებულ სამეფოში რეგულირებული იურიდიული პროფესიონალები ვალდებულნი არიან დაიცვან პროფესიული და ეთიკური სტანდარტები. ეს ასევე დამატებითი დაცვის მექანიზმია კლიენტისთვის, თუ მომსახურების პროცესში პრობლემა წარმოიშვა.

აქვს თუ არა კომპანიას პროფესიული დაზღვევა?

პროფესიული indemnity insurance განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

თუ კომპანია ან მრჩეველი დაუდევრად მოიქცა ან პროფესიული შეცდომა დაუშვა, გარკვეულ შემთხვევებში ეს დაზღვევა კლიენტისთვის დამატებითი დაცვის შესაძლებლობას ქმნის.

როგორ უნდა გაიგოთ მომსახურების ღირებულება?

იურიდიული მომსახურების მიღებამდე მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ:
– როგორ ითვლება ჰონორარი;
– შესაძლებელია თუ არა fixed fee;
– რა დამატებითი ხარჯები შეიძლება გაჩნდეს;
– და როგორ იცვლება ხარჯები საქმის გართულების შემთხვევაში.

ზოგიერთ საქმეში დამატებით შესაძლოა არსებობდეს:
– სასამართლოს მოსაკრებელი;
– barrister-ის ჰონორარი;
– თარგმნის ხარჯები;
– ექსპერტის დასკვნის ღირებულება;
– მესამე პირის ხარჯები;
– და VAT.

პროფესიონალურმა მრჩეველმა ეს საკითხები თავიდანვე მკაფიოდ უნდა აგიხსნათ.

ვინ იმუშავებს რეალურად თქვენს საქმეზე?

ხშირად კლიენტი ერთ ადამიანთან იწყებს კომუნიკაციას, თუმცა საქმეს საბოლოოდ სხვა პირი მართავს.

ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ იცოდეთ:
– ვინ იქნება პასუხისმგებელი თქვენს საქმეზე;
– რა გამოცდილება აქვს;
– რა კვალიფიკაცია გააჩნია;
– და რამდენად მუშაობს მსგავსი ტიპის საქმეებზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სპეციალიზებული გამოცდილება ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
– იმიგრაცია;
– თავშესაფრის საქმეები;
– სასამართლო დავები;
– ან კომერციული სამართალი.
გამოცდილებასთან ერთად მნიშვნელოვანია კომუნიკაციაც, მხოლოდ ტექნიკური ცოდნა ყოველთვის საკმარისი არ არის.

ყურადღება მიაქციეთ:
– რამდენად უსმენს მრჩეველი თქვენს პრობლემას;
– რამდენად გასაგებად ხსნის პროცესს;
– რამდენად რეალისტურ მოლოდინებს ქმნის;
– რამდენად სწრაფად რეაგირებს კომუნიკაციაზე;
– და გრძნობთ თუ არა, რომ საქმე ინდივიდუალურად არის შეფასებული.

ძლიერი იურიდიული მრჩეველი მხოლოდ იმას არ გეუბნებათ, რისი მოსმენაც გსურთ — ის რეალურად განმარტავს როგორც შესაძლებლობებს, ისე რისკებს.

გადაწყვეტილებამდე მოიძიეთ ინფორმაცია

იურიდიული მრჩევლის არჩევამდე სასურველია დამოუკიდებელი კვლევაც.

შეამოწმეთ:
– კომპანიის ვებგვერდი;
– შეფასებები და რეკომენდაციები;
– პროფესიული გამოცდილება;
– სოციალური მედია;
– იურიდიული სტატიები ან საჯარო აქტივობა.

ცალკე აღებული არცერთი ფაქტორი არ არის სრულყოფილი ინდიკატორი, თუმცა მთლიანობაში ეს ხშირად უკეთ აჩვენებს კომპანიის პროფესიონალიზმსა და სანდოობას.

რა ხდება პრობლემის შემთხვევაში?

ასევე მნიშვნელოვანია იცოდეთ, რა მექანიზმები არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა წარმოიშვა.

რეგულირებულ კომპანიებს, როგორც წესი, აქვთ:
– ოფიციალური საჩივრის პროცედურები;
– პროფესიული ზედამხედველობა;
– და დამატებითი დაცვის მექანიზმები კლიენტებისთვის.

იურიდიული მომსახურება მხოლოდ კანონის ცოდნა არ არის. სწორი იურიდიული მრჩეველი არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია:
– რისკების შეფასება;
– სწორი სტრატეგიის დაგეგმვა;
– პროცესის ეფექტურად მართვა;
– და რთულ სიტუაციებში კლიენტის პროფესიონალურად ხელმძღვანელობა.

Lawlex Solicitors კლიენტებს სთავაზობს სტრატეგიულ იურიდიულ მომსახურებას იმიგრაციის, თავშესაფრის, სასამართლო დავების, კომერციული და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით.

Leave a comment

გამოიწერეთ სიახლეები

Lawlex Global არის იურიდიულად დამოუკიდებელი და განცალკევებული იურიდიული კომპანიის გაერთიანება. ჩვენი თითოეული წევრი კომპანია სრულად და ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. Lawlex Global თავად არ ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე წევრი ფირმის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე; ამასთან, არცერთი წევრი კომპანია არ აგებს პასუხს Lawlex Global-ის ან სხვა წევრი კომპანიის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობა ექვემდებარება შესაბამის წესებსა და პირობებს.

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

მიმართულებები - საერთაშორისო

საქმიანობის სფეროები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

სექტორები - საერთაშორი

სექტორები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

Iva Chogovadze

Attorney at law

Maryna Semenova

Attorney at law (Advocate (Ukraine, France – Attorney at the Lille Bar))

Oleksandr Romanov

Advocate

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

Anna Bobrovska

Business Protection Expert

Ivan Starosta

Senior Associate

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები