Skip to content Skip to sidebar Skip to footer

როგორ მოვაგვაროთ ბიზნესდავები არბიტრაჟის გზით

საარბიტრაჟო შეთანხმების წინაპირობაა კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტას. ეს, როგორც წესი, გულისხმობს ხელშეკრულებაში სპეციალური პუნქტის (საარბიტრაჟო დათქმის) ჩადებას, რომელიც მხარეებს ავალდებულებს, ყველა წარმოშობილი დავა არბიტრაჟის გზით მოაგვარონ. კონტრაქტში საარბიტრაჟო დათქმის არსებობა დავის გადაწყვეტის პროცესის პირველი ნაბიჯია. არსებობს რამდენიმე საკვანძო ასპექტი, რომელზეც მხარეები წინასწარ თანხმდებიან:

  • არბიტრაჟის ადგილი (Seat of Arbitration) და საარბიტრაჟო წარმოების ენა;

  • არბიტრთა რაოდენობა;

  • საპროცესო წესები, რომელთა მიხედვითაც წარიმართება არბიტრაჟი.

ეფექტიანი საარბიტრაჟო დათქმა გადამწყვეტია, რათა თავიდან აიცილოთ ხანგრძლივ სასამართლო პროცესებში ჩათრევა. თუ დავა არ ჯდება დათქმის ფარგლებში, მხარეები შესაძლოა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღმოჩნდნენ.

საარბიტრაჟო დათქმა წარმოადგენს დამოუკიდებელ, ავტონომიურ შეთანხმებას (Doctrine of Separability), რაც ნიშნავს, რომ ის ინარჩუნებს იურიდიულ ძალას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ძირითადი ხელშეკრულება ბათილად იქნება ცნობილი.

როგორ ინიშნებიან არბიტრები

არბიტრთა დანიშვნა ხდება საარბიტრაჟო შეთანხმების პირობების, შესაბამისი ინსტიტუტის წესების ან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. როგორც წესი, დავა გადაეცემა ერთ ან რამდენიმე არბიტრს. სამი არბიტრის შემთხვევაში, თითოეული მხარე ირჩევს თითო არბიტრს, ხოლო მესამე არბიტრი, რომელიც ტრიბუნალის თავმჯდომარე ხდება, ინიშნება არჩეული არბიტრების ან ინსტიტუტის მიერ.

თუ მხარეებს არ აქვთ შეთანხმება კონკრეტულ საარბიტრაჟო ინსტიტუტზე, არბიტრების დანიშვნას ახორციელებს საარბიტრაჟო ინსტიტუტი ან უფლებამოსილი ორგანო.

საარბიტრაჟო ტრიბუნალის უფლებამოსილებები და მოვალეობები

ტრიბუნალის ძირითადი მოვალეობაა დავის სამართლიანი და ეფექტიანი გადაწყვეტა, აგრეთვე ისეთი პროცედურების შემუშავება, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს პროცესის დროსა და ფინანსურ ხარჯებს.

საარბიტრაჟო ხარჯები და გადასახადები

როგორც წესი, საარბიტრაჟო გადასახადები წინასწარ იფარება. ისინი ძირითადად გამოითვლება იმ დროის მიხედვით, რომელსაც ტრიბუნალის წევრები საქმის განხილვას უთმობენ. თუ საქმეს მართავს საარბიტრაჟო ინსტიტუტი, ემატება ადმინისტრაციული მომსახურების საფასურიც.

გამოსაყენებელი პროცედურები

სხვადასხვა საარბიტრაჟო ინსტიტუტს გააჩნია საკუთარი საპროცესო რეგლამენტი. ეს წესები ქმნის ჩარჩოს საარბიტრაჟო პროცესის თითოეული ეტაპისთვის.

ეს რეგლამენტები მუდმივად ახლდება მომხმარებელთა მოთხოვნებისა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. ზოგიერთი ინსტიტუტი გარკვეულ პირობებში ითვალისწინებს დაჩქარებულ პროცედურებს (Fast-track Procedures).

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის წესები მხარეებს განსხვავებულ შესაძლებლობებს სთავაზობს საკუთარი პოზიციის წარსადგენად, ისინი ერთხმად თანხმდებიან, რომ წერილობითი შესაგებლები და განცხადებები დავის გადაწყვეტის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს. ზოგიერთი ინსტიტუტი, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (ICC), უპირატესობას ანიჭებს საქმის სრული მასალების ერთბაშად წარდგენის მეთოდს (Memorial approach), ხოლო სხვები, მაგალითად ლონდონის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლო (LCIA), ეტაპობრივ მიდგომას (Staged approach) ანიჭებენ უპირატესობას.

გარკვეულ შემთხვევებში, მხარეები ასევე თანხმდებიან შუალედური ზეპირი მოსმენების განრიგზე. ეს მოსმენები შეიძლება ჩატარდეს სხვა ლოკაციაზეც, თუ მხარეები ვერ თანხმდებიან ერთიან ადგილზე. როგორც წესი, საარბიტრაჟო ტრიბუნალი გადაწყვეტილებას ექვსი თვის ვადაში გამოიტანს, რაც მიიღწევა მხარეთა წახალისებით, რათა დროულად უზრუნველყონ მასალების გაცვლა.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (Arbitral Award) სასამართლოს განაჩენის ექვივალენტურია. იგი არის საბოლოო, სავალდებულო და მისი გასაჩივრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარღვევის მიზეზები სათანადოდაა დასაბუთებული. გადაწყვეტილება უნდა მომზადდეს წერილობითი ფორმით და შეიცავდეს გამოტანის თარიღსა და არბიტრაჟის ადგილს.

სასამართლო გადაწყვეტილებებისგან განსხვავებით, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ან გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ძალიან შეზღუდულ, გამონაკლის შემთხვევებში — მაგალითად, როდესაც ტრიბუნალმა დაარღვია საკუთარი საპროცესო წესები, გადაამეტა უფლებამოსილებას, ან როდესაც გადაწყვეტილება მიღებულ იქნა თაღლითური გზით.

Leave a comment

გამოიწერეთ სიახლეები

Lawlex Global არის იურიდიულად დამოუკიდებელი და განცალკევებული იურიდიული კომპანიის გაერთიანება. ჩვენი თითოეული წევრი კომპანია სრულად და ინდივიდუალურად არის პასუხისმგებელი მის მიერ გაწეულ მომსახურებაზე. Lawlex Global თავად არ ახორციელებს იურიდიულ მომსახურებას და არ იღებს პასუხისმგებლობას რომელიმე წევრი ფირმის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე; ამასთან, არცერთი წევრი კომპანია არ აგებს პასუხს Lawlex Global-ის ან სხვა წევრი კომპანიის მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. აღნიშნული ვებგვერდით სარგებლობა ექვემდებარება შესაბამის წესებსა და პირობებს.

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

მიმართულებები - საერთაშორისო

საქმიანობის სფეროები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

სექტორები - საერთაშორი

სექტორები

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები

Vakhtang Mchedlishvili

Special Counsel

Volodymyr Klochkov

Partner

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

Maryam Najmi

Marketing and Client Relationship Manager

Sophio Burnadze

Paralegal

Vlada Liashchenko

Associate

ანალიტიკა

გლობალური პერსპექტივა: მსოფლიო ექსპერტების ანალიტიკა და შეფასებები