Skip to content Skip to sidebar Skip to footer

დიდი ბრიტანეთის ვიზა და საიმიგრაციო პროცედურები სპორტსმენებისთვის

საერთაშორისოდ აღიარებულ სპორტსმენებს, რომლებიც სპორტულ საქმიანობას დიდ ბრიტანეთში განაგრძობენ, ბრიტანული კანონმდებლობა შესაძლებლობას აძლევს ისარგებლონ შესაბამისი საიმიგრაციო პროცედურებით, როგორც მოკლევანიან ასევე გრძელვადიან ვიზებზე:

  • სტანდარტული ვიზიტორის ვიზა
  • Permitted Paid Engagement Route – ნებადართული ფასიანი ჩართულობა
  • დროებითი სამუშაო ვიზა – შემოქმედებითი და სპორტული ვიზა (T5) დაფინანსებული
  • დროებითი სამუშაო ვიზა – შემოქმედებითი და სპორტული ვიზა (T5)
  • სპორტსმენის ვიზა (T2)

ყველა ზემოთ აღნიშნულ ვიზის შემთხვევაში სპორტსმენებს უწევთ, გარკვეული სავიზო პროცედურების გავლა.

Სტანდარტული ვიზიტორის ვიზა

თუ საერთაშორისო სპორტსმენი დიდ ბრიტანეთში მოკლე ხნით მიემგზავრება, საშუალება აქვთ სპეციალური სპორტსმენების საიმიგრაციო წესებით ისარგებლონ.
დიდ ბრიტანეთში ჩასულ სპორტსმენს შეუძლია განახორციელოს გარკვეული აქტივობები:
ინდივიდუალურად ან გუნდურად მონაწილეობა სპორტულ ტურნირში ან სპორტულ ღონისძიებაში;
სარეკლამო აქტივობებში პერსონალურად გამოჩენა/მონაწილეობა;
მონაწილეობა ვარჯიშებში მოკლე პერიოდებში, იმ პირობით, რომ მათ არ გადაუხდიათ დიდი ბრიტანეთის სპორტული ორგანო;
შეუერთდეთ მოყვარულთა გუნდს ან კლუბს, რომ მიიღოთ გამოცდილება კონკრეტულ სპორტში, თუ ისინი მოყვარულები არიან ამ სპორტში.
იმისათვის, რომ სპორტსმენმა შეძლოს საიმიგრაციო წესებით სარგებლობა, აღნიშნული სპორტული აქტივობა უნდა იყოს არაანაზღაურებადი და სპორტსმენი ბრიტანეთში უნდა რჩებოდეს 6 თვეზე ნაკლები ვადით.
სპორტსმენის პერსონალი და მასთან დასაქმებული პირები, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სტუმრის სტატუსით დიდ ბრიტანეთში, იმ პირობით, რომ ისინი დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებას, როგორც სპორტსმენის მხარდამჭერები.
თუ ის EU, EEA ან შვეიცარიის მოქალაქეა, და დიდ ბრიტანეთში უკვე ჩამოთვლილი საქმიანობიდან ერთ-ერთის განსახორციელებლად მიემგზავრება, არ სჭირდებათ წინასწარი განაცხადი ვიზასთან დაკავშირებით.
ანალოგიურად, თუ უვიზო მოქალაქეა, რომელიც 6 თვემდე ვადით მოგზაურობს დიდ ბრიტანეთში, ჩამოთვლილ აქტივობებში მონაწილეობა შეუძლია უვიზოდ.
თუმცა, თუ იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელიც სპეციალურ Visa national List-ში შედის, მათ უწევთ განაცხადი გააკეთონ ვიზიტორის ვიზასთან დაკავშირებით ბრიტანეთში გამგზავრებამდე.

საერთაშორისო სპორტსმენებს სტანდარტული ვიზიტორის ვიზის გარდა შეუძლიათ ისარგებლონ Permitted Paid Engagement Route-ს პროცედურებით, რიმლის დაშვებები მსგავსია ვიზიტორთა ვიზის.
დიდ ბრიტანეთში ჩასულ სპორტსმენს შეუძლია განახორციელოს შემდეგი აქტივობები:
ინდივიდუალურად ან გუნდურად მონაწილეობა სპორტულ ტურნირში ან სპორტულ ღონისძიებაში;
სარეკლამო აქტივობებში პერსონალურად გამოჩენა/მონაწილეობა;
მონაწილეობა ვარჯიშებში მოკლე პერიოდებში, იმ პირობით, რომ მათ არ გადაუხდიათ დიდი ბრიტანეთის სპორტული ორგანო;
შეუერთდეთ მოყვარულთა გუნდს ან კლუბს, რომ მიიღოთ გამოცდილება კონკრეტულ სპორტში, თუ ისინი მოყვარულები არიან ამ სპორტში.
იმისათვის, რომ სპორტსმენმა შეძლოს საიმიგრაციო წესებით სარგებლობა, აღნიშნული სპორტული აქტივობა დიდ ბრიტანეთში უნდა იყოს არაანაზღაურებადი და სპორტსმენი ბრიტანეთში უნდა რჩებოდეს 6 თვეზე ნაკლები ვადით.
სპორტსმენის პერსონალი და მასთან დასაქმებული პირები, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ, შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სტუმრის სტატუსით დიდ ბრიტანეთში, იმ პირობით, რომ ისინი დაესწრებიან სპორტულ ღონისძიებას, როგორც სპორტსმენის მხარდამჭერები.
EU, EEA ან შვეიცარიის მოქალაქეები, რომელიც მიემგზავრება დიდ ბრიტანეთში უკვე ჩამოთვლილი საქმიანობიდან ერთ-ერთის განსახორციელებლად, 6 თვემდე ვადით, არ ჭირდებათ წინასწარი განაცხადი ვიზასთან დაკავშირებით
ანალოგიურად, თუ უვიზო მოქალაქეა, ჩამოთვლილ აქტივობებში მონაწილეობა შეუძლიათ უვიზოდ
თუმცა, თუ სპეციალურ Visa national List-ში შემავალი ქვეყნების მოქალაქეა, მოუწევთ განაცხადი გააკეთონ ვიზასთან დაკავშირებით განაცხადი ბრიტანეთში ჩასვლამდე.

დროებითი სამუშაო ვიზა – შემოქმედებითი და სპორტული ვიზა (T5) დაფინანსებული

დროებითი სამუშაო ვიზა – შემოქმედებითი და სპორტული ვიზა (T5) ღიაა ყველა ასაკის სპორტსმენებისთვის, რომლებსაც შესთავაზეს დიდ ბრიტანეთში დროებითი სამუშაო სპორტულ სექტორში.
თუ არ ხართ იმ ქვეყნის ან ტერიტორიული ერთეულის მოქალაქე, რომელიც ჩამოთვლილია საიმიგრაციო წესების დანართში, ვიზიტორი: ვიზის ეროვნული სია (ანუ თქვენ ხართ ევროკავშირის, EEA და შვეიცარიის მოქალაქე ან სხვა უვიზო მოქალაქე) და თქვენი სამუშაოს მთლიანი ხანგრძლივობა ან გაერთიანებულ სამეფოში თანამშრომლობა იქნება 3 თვემდე ვადით, ამ შემთხვევაში საშუალება გაქვთ არ გააკეთოთ განაცხადი ვიზასთან დაკავშირებით და მოითხოვოთ უბრალოდ ქვეყანაში შესვლის ნებართვა და საზღვარზე ისარგებლებთ T5 ვიზით.
იმისთვის, რომ გაერთიანებულ სამეფოში უვიზოდ შეხვიდეთ Sporting Worker-ის შეღავათით, თქვენ უნდა გქონდეთ სამუშაო შეთავაზება და იყოთ აღიარებული, როგორც ადამიანი, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს დიდი ბრიტანეთის სპორტის განვითარებაში.
თქვენ უნდა გქონდეთ მოქმედი სპონსორობის სერთიფიკატი დამტკიცებული სპონსორისგან T5 (დროებითი სამუშაო ვიზა) .
ამასთან თქვენს სპონსორს სერტიფიკატის მინიჭებამდე უნდა ჰქონდეს გაერთიანებული სამეფოს სპორტის მმართველი ორგანოს დასტური დანართი M-ში.

დროებითი სამუშაო ვიზა – შემოქმედებითი და სპორტული ვიზა (T5)

განსხვავებით დაფინანსებული T5ვიზისა აღნიშნული ვიზით მოსარგებლე სპორტსმენს შესაძლებლობა აქვს გადაერთოს T2 სპორტსმენების პროგრამაზე, რითაც შესაძლებლობა ექნებათ რომ დარჩვენ ქვეყანაში და გაიხანგრძლივონ ცხოვრების უფლება. ამისათვის საჭიროა სამუშაო შეთავაზება დიდ ბრიტანეთისგან, როგორც საჭირო სპორტსმენი, რომელიც სექტორის განვითარებაში წვლილს შეიტანს. ამისათვის საჭიროა T5 სერტიფიკატი.

სპორტსმენის ვიზა T2

აღნიშნული ვიზით სარგებლობა შეუძლია ელიტარულ სპორტსმენს ან 16 წელზე უფროსი ასაკის კვალიფიციური მწვრთნელს, რომელსაც აქვს გრძელვადიანი კონტრაქტი. განაცხადი კეთდება დიდ ბრიტანეთში ჩასვლამდე. აღნიშნული ვიზით სარგებლობისთვის საჭიროა დასტური გაერთიანებული სამეფოს მთავრობისგან, რომ თქვენი წვლილი ქვეყნის სპორტული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამასთან დაგჭირდებათ სპონსორის სეტიფიკატი, რომელიც გიწვევთ სამუშაოდ დიდ ბრიტანეთში. გარდა სერტიფიკატებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტებისა საჭიროა სპორტსმენმა იცოდეს ენა A1 დონეზე. პირველად შემთხვევაში აღნიშნული ვიზით სარგებლობა შესაძლებელია 3 წლამდე ვადით, გახანგრძლივება კი შესაძლებელია 6 წლამდე ვადით.

ეს მოკლე ინფორმაცია გამოგადგებათ სწორად დაგეგმოთ თქვენი სპორტული კარიერა დიდ ბრიტანეთში და შეძლოთ ყველანაირი წესების დაცვით გადახვიდეთ საზღვარზე.
ჩვენი იურისტები/Solicitors მზად არიან დაგემხარონ, ნებისმიერი იურიდიული საკითხის მოგვარებაში, მათ აქვთ დიდი გამოცდილება სასამართო პროცესების მართვაში და იცნობენ ბოლო განახლებულ კანონებს, რაც დამატებითი უპირატესობაა თქვენთვის. თუ გჭირდებათ დეტალური გარკვევა პროცესებში, ჩანიშნეთ კონსულტაცია ჩვენს იურისტთან. ამის შესაძლებლობა გაქვთ, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ.

Leave a comment

Contact Us

The country is currently unavailable, but if you need any assistance, please feel free to contact us.

Sectors – International

Sector Areas

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.

Barry Coulter

Of Counsel

Maryna Semenova

Attorney at law (Advocate (Ukraine, France – Attorney at the Lille Bar))

Eliza Breckon

Executive PA

Maryna Nastenko

Attorney

Elzira Batyrbekova

Senior Legal Executive

Irakli Adeishvili

Attorney at law

Insights

Gain a global perspective with insights and commentary from experts around the world.